weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ზემო ლარსზე დაკავებულია ქალი, რომელიც ახალგაზრდებს ტერორიზმში რთავდა - ФСБ

20:37 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

რუსმა სამართალდამცავებმა რუსეთ-საქართველოს საზღარზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს, რომელიც პოტენციური ტერორისტების გადაბირებას ახდენდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთს სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოების თანამშრომლების ერთობლივი მოქმედებების შედეგად ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მგზავრთა ნაკადში გამოვლინდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან კავშირშია შემჩნეული. დაკავებული ეჭვმიტანილია რამდენიმე ახალგაზრდის ტერორისტულ საქმიანობაში განხრახ ჩაბმაში, ასევე "ახალწვეულების" სირიაში გასამგზავრებლად დახმარების გაწევაში. "ხიჯაბიანი გადამბირებლის" მსხვერპლებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ქალი გამოცდილი იყო თურქეთისა და სირიის საზღვარზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ახალწვეულთა ჯგუფების გადაყვანა-გაცილებაში.

"თავისი არცთუ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ქალი სრულყოფილად ფლობს ინტერნეტით ურთიერთობის უნარებს და ფსიქოლოგიურ მანიპულაციას. ცოლქმრული ურთიერთობის დამყარების საბაბით მან ახალგაზრდა მამაკაცებს ექსტრემისტული მიმართულების რადიკალური იდეები გააცნო და თაფლობის თვის ნაცვლად, ახალდაქორწინებულებს სირიაში გამგზავრება ელოდათ, სადაც ისინი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში წევრიანდებოდნენ", აღნიშნულია განცხადებაში.

მესაზღვრეების მონაცემებით, გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედის პირველი ქმარი, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ზონაში მოკლეს. "მან პირველმა გააცნო დაკავებულს ისლამური ფუნდამენტალიზმის გაუკუღმართებული წარმოდგენები. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ, "პროფესიონალმა ქვრივმა" გადაწყვიტა, ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების არსად ექცია და რელიგიური ფანატიკოსების აღსაზრდელად ახალ-ახალ მსხვერპლებს ირჩევდა", - აღნიშნულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

დაკავებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]